ლობჯანიძეს ყაზახეთის ჩემპიონატის ლიდერები იწვევენ 
ლობჯანიძეს ყაზახეთის ჩემპიონატის ლიდერები იწვევენ 

გუჯა ლობჯანიძემ ნოემბერში კიზილორდასკაისარი“ დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია. საქართველოს ნაკრების თავდამხმელი საქართველოს პირველ არხთან ამბობს, რომ მისით ყაზახეთის ჩემპიონატის ლიდერები დაინტერესდნენ.

„უკეთესი სეზონი გამომივიდა, ვიდრე ველოდი. წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრაც ამაზე მეტყველებს. წესით, კარგი სტატისტიკა ახალი კლუბის მოძებნაში უნდა დამეხმაროს. არ დავმალავ, ჩემს მენეჯერს სამი კლუბი დაუკავშირდა, მათ შორის არიან – „ტობოლი“, „ასტანა“ და ალმატისყაირატი“. ამ გუნდებს ამბიციებიც აქვთ და ევროტურნირებზეც კარგად თამაშობენ, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ ინტერესისა და ლაპარაკის დონეზეა და კონკრეტულად არაფერი გადაწყვეტილა“, – ამბობს ლობჯანიძე.

28 წლის თავდამსხმელის თქმით, კარიერის ევროპაში გაგრძელება უფრო სურს და შემოთავაზებებიც აქვს, მაგრამ ეს გუნდები სასურველ პირობებს ვერ სთავაზობენ.

„არ მეგულება ფეხბურთელი, რომელსაც ევროპაში თამაში არ სურს, მაგრამ სამწუხაროდ, იქ ისეთი პირობები არაა, როგორც ყაზახეთში. ახლა ყაზახეთში ყველა კლუბს ბიუჯეტს უკვეცავენ. ბოლო დროს ნაკრების წარუმატებლობსი გამო გადაწყვიტეს, რომ ფეხბურთის დაფინანსება შეამცირონ, მაგრამ ევროპელებზე უკეთესი პირობები მაინც ექნებათ“, – აცხადებს ლობჯანიძე.

28 წლის ფეხბურთელმა ყაზახეთის ჩემპიონატის 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეებში მესამე-მეოთხე ადგილზე გავიდა. ამას გარდა, ლობჯანიძე ყაზახეთის ჩემპიონატის ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელებს შორის („გოლი + პასი“) 8 ქულით დააგროვა (7 გოლი + 1 საგოლე გადაცემა) და მეექვსე ადგილზე გავიდა, ინტერნეტპორტალმა „სპორტსმა“ კი ყაზახეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლური ნაკრებში ხუთჯერ დაასახელა.