ლობჯანიძემ ჩემპიონ „ყაირატს“ გაუტანა – ქართველი ბომბარდირთა სამეულში მოხვდა (ვიდეო)

18:58, 07.11.2020

ყაზახეთის პრემიერ ლიგის მე -18 ტურის მატჩში კიზილორდასკაისარმა“ ალმათის „ყაირატს“ უმასპინძლა და ურთულეს შეხვედრაში ქულა გამოგლიჯა, რაშიც წვლილი გუჯა ლობჯანიძემაც შეიტანა.

ალმატელებმა წინა ტურის ჩემპიონობა გაინაღდეს და ბევრი ლიდერი აკლდათ, მაგრამ საკადრო პრობლემები ქართველის გუნდსაც ჰქონდა. ანგარიში 45-ე წუთზე სერგეი კეილერმა გახსნა, ხოლო 64-ე წუთზე ალმატელთა უპირატესობა ორამდე კონრად ვრჟეშინსკიმ გაზარდა.

კაისარს“ იმედი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შეუნარჩუნა – გუჯა ლობჯანიძემ 70-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შემაცირა, ხოლო ბოლო წუთზე ივან გრაფმა ანგარიში გაათანაბრა და თამაში ფრედ დასრულდა – 2:2.

ყაირატს“ 45 ქულა აქვს, ხოლო „კაისარმა“ 21 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიცია დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი ევროპის ლიგაზე ვერ ითამაშებს. დასრულებულ სეზონში 28 წლის ლობჯანიძემ 13 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ყაზახური ლიგის ბომბარდირთა სამეულში მოხვდა.

მსგავსი