ლობჯანიძემ „ასტანა“ გამორიცხა - „ტობოლთან“ მოლაპარაკება არც მქონია
ლობჯანიძემ „ასტანა“ გამორიცხა - „ტობოლთან“ მოლაპარაკება არც მქონია

ყაზახეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელს, გუჯა ლობჯანიძესა და „ასტანასთან“ შორის,  მოლაპარაკება წარმატებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო მომენტში ყველაფერი ჩაიშალა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ყაზახურ გამოცემა „სპორტსთან“ საუბარში განაცხადა.

„მოლაპარაკება „ასტანასთან“ დაწყებული მქონდა. მათ უკვე გამომიგზავნეს ხელშეკრულების წინადადება. მაგრამ ამის შემდეგ რაღაც მოხდა. ვიღაცამ ხელი შეგვიშალა“, – ამბობს ლობჯანიძე.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ეს ყველაფერი კოსტანაიასტობოლის“ გამო მოხდა, რომელთანაც 28 წლის ქართველი თავდამსხმელი მოლაპარაკებებს აწარმოებდა. თუმცა, ლობჯანიძემ ეს ხმები უარყო.

ტყულია, „ტობოლთან“ მოლაპარაკება საერთოდ არ მქონია“, – ციტირებს გამოცემა ქართველის სიტყვებს.

28 წლის გუჯა ლობჟანიძე ყაზახეთის პრემიერლიგაში უკვე ორი კლუბის ფორმა მოირგო – „თარაზის“ და „კაისარის“. 2020 წლის სეზონში 12 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. გამოცემა „სპორტსმა“ ქართველი ფორვარდი ტურის სიმბოლურ გუნდში ხუთჯერ დაასახელა.