ლობჯანიძე ყველაზე სასარგებლო მოთამაშეებშია
ლობჯანიძე ყველაზე სასარგებლო მოთამაშეებშია

ყაზახეთში საფეხბურთო სეზონი დასრულდა და ცნობილი გახდა, რომ გუჯა ლობჯანიძე ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელებს შორის მოხვდა.

საქართველოს ნაკრებისა და კიზილორდასკაისარის“ თავდამსხმელმა ყაზახეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში შვიდი გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით, ალმატისკაირატის“ თავდამსხმელ ვაგნერ ლავთან ერთად, ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეებში მესამე ადგილზე გავიდა.

რეალურად, ლობჯანიძემ რვა ბურთი გაიტანა, მაგრამ ერთ-ერთი გოლი ანგარიშზე პავლოდარისირტისთან“ შეხვედრაში ჩაიწერა, მაგრამ ეს გუნდი გაკოტრდა და გოლი გაუუქმეს. ამის გათვალისწინებით, ლობჯანიძემ 12 მატჩი შვიდი გოლი გაიტანა, ხოლო ვაგნერ ლავმა 13 მატჩში – შვიდი გოლი.

28 წლის ქართველი თავდამსხმელი საუკეთესო ფეხბურთელებს შორის დასახელდა „გოლი + პასი“ სისტემითაც. მან სეზონში რვა ქულა დააგროვა (7 გოლი + 1 საგოლე გადაცემა) და მეექვსე ადგილზე გავიდა. გაუქმებული გოლის გათვალისწინებით კი ხუთეულშიც მოხვდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში გუჯა ლობჯანიძესკაისართან“ კონტრაქტი დაუსრულდა და სანაკრებო შეხვედრების შემდეგ ყაზახეთში აღარც დაბრუნებულა. ახლა ის თავისუფალი აგენტია.