ლობჯანიძე ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესოებშია - ათეულში სამი ქართველია
ლობჯანიძე ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესოებშია - ათეულში სამი ქართველია

გუჯა ლობჯანიძე მარტის შედეგებით ყაზახეთის პრემიერლიგაში საუკეთესოთა შორის მეორე ადგილზე გავიდა, გამარჯვებულს კი მცირედით ჩამორჩა.

ყაზახურმა ინტერნეტ-პორტალმასპორტსმა“ გამოკითხვა პრემიერლიგის გუნდების მთავარ მწვრთნელებსა და გუნდის კაპიტნებს შორის ჩაატარა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „კაისარის“ ფორმით მარტში ორი მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და გუნდს 6 ქულა მოუტანა. ლობჯანიძემ 22 ქულა დააგროვა – პირველ ადგილზე 6 ხმა მიიღო,. მეორეზე ერთმა გამოკითხულმა დაასახელა, ხოლო 2-მა – მესამეზე. პირველ ადგილზე გასულმა ალმატისყაირატის“ ფეხბურთელმა აბატ აიმბეტოვმა 30 ქულა დააგროვა (7 პირველი ადგილი, 2 მეორე, 5 მესამე).

საუკეთესოთა ხუთეულში მოხვდა კოსტანაისტობოლის“ ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი (5 ქულა), ხოლო მისმა თანაგუნდელმა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ 3 ქულა მიიღო და კიდევ ორ მოთამაშესთან ერთად მე-8-მე-10 ადგილზე გავიდა.

ყაზახურმა ინტერნეტ-პორტალმასპორტსმა“ პროექტი „ალმაზი“ცხრა წლის წინ, 2011 წლის მარტში დააწესა და მისი მიზანი ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა ყოველთვიური მონაცემების შეჯამების ხარჯზე გადაწყვიტა.