ლობჯანიძე ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესო ხუთეულშია
ლობჯანიძე ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესო ხუთეულშია

გუჯა ლობჯანიძე ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეულში მოხვდა – გამოკითხვა ყაზახურმა ინტერნეტპორტალმა „სპორტსმა“ ჩაატარა.

ინტერნეტპორტალმა პროექტი „ალმაზი“ 2011 წლის მარტში წამოიწყო – ყოველი თვის ბოლოს ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს ავლენდნენ, რომლის საფუძველზეც მთელი წლის შედეგებს აჯამებდნენ.

გაუგებრობებისა და საუბრის თავიდან ასაცილებლად, გამარჯვებულების გამოვლენისას რესპონდენტები საფეხბურთო მატჩების უშუალო მონაწილეები არიან – ყაზახეთის პრემიერ ლიგის გუნდების მწვრთნელები და ფეხბურთელები.

გუჯა ლობჯანიძემ პანდემიის, ქვეყანაში ვერშესვლისა და კონტრაქტის ნაადრევად დასრულების გამო კუზილორდასკაისარში“ მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა. ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებისა და „კაისარის“ 28 წლის თავდამსხმელი მეხუთე ადგილზე გავიდა. ის საუკეთესოდ ექვსმა გამოკითხულმა დაასახელა, ორმა – მეორე ადგილზე, სამმა კი მესამეზე და 25 ქულა დააგროვა.

აქვე ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრებისა და კოსტანაისტობოლის“ ნახევარმცველები, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი მე-11 და 26-ე ადგილზე აღმოჩდნენ.

 

ყაზახეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები:

1. ჟოაო პაულო (ორდაბასი) – 120 (29 პირველი ადგილი, 12 მეორე, 9 მესამე)

2. აბატ ამბეტოვი („კაირატი“) – 80 (18, 8, 10)

3. ვაგნერ ლავი („კაირატი“) – 60 (9, 11, 11)

——————————————————

5. ელგუჯა ლობჯანიძე („კაისარი“) – 25 (6, 2, 3)

11. ჯაბა კანკავა („ტობოლი“) – 15 (4, 1, 1)

26. ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი“) – 5 (1, 1, -)