ლობჯანიძე „ტობოლიდან“ მიდის - სოფიას ცსკა-ში მისი ტრანსფერი ბულგარულმა გამოცემამ უარყო #1TVSPORT
ლობჯანიძე „ტობოლიდან“ მიდის - სოფიას ცსკა-ში მისი ტრანსფერი ბულგარულმა გამოცემამ უარყო #1TVSPORT

ბულგარულმა გამოცემა „ბლიცმა“ უარყო ყაზახური მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ტობოლის” ქართველი თავდამსხმელი გუჯა ლობჯანიძე, შესაძლოა, სოფიას ცსკა-ში გადავიდეს.

საქმე ისაა, რომ ყაზახური გამოცემა „ვესტის“ ცნობით, „ასტანა“ და „ტობოლი“ მომავალ სეზონში გასაძლიერებლად „ჟეტისუს“ ფორვარდის, აიბარ ჟაკსილიკოვის კანდიდატურას განიხილავენ. გამოცემა ამტკიცებდა, რომ მანამდე, „ტობოლს“ 29 წლის გუჯა ლობჯანიძე დატოვებდა.

ამის შემდეგ გავრცელდა ცნობა, თითქოს, ქართველი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს ბულგარეთის ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, სოფიას ცსკა ავლენდა.

„ბულგარული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, სტოიჩო მლადენოვმა ქართველი ფორვარდის დამატება მოითხოვა. სპეციალისტი ლობჯანიძესთან ერთად კიზილორდასკაისარში“ მუშაობდა“, – ამტკიცებდა Meta-ratings.kz.

ბულგარულმა გამოცემა „ბლიცმა“ „ტობოლისა“ და საქართველოს ნაკრების ფორვარდის სოფიას ცსკა-ში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია უარყო:

„ფეხბურთელის მენეჯერმა ყაზახურ პრესაში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცსკა-ს მწვრთნელს, სტოიჩო მლადენოვს ლობჯანიძის თავის კლუბში მისი დამატება სურს. თუმცა სიმართლე სხვაა. ქართველი პირველ იანვარს თავისუფალი აგენტი ხდება და მისი მენეჯერი ცდილობდა ფასი აეწია, რათა ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით მეტი ფული მიეღო. სტოიჩო მლადენოვმა იცის მისი თვისებები, მაგრამ ამ დროისთვის ინტერესს არ იჩენს“, – წერს ბულგარული გამოცემა.

ლობჯანიძე 2020 წელს „კაისარშისტოიჩო მლადენოვის ხელმძღვანელობით თამაშობდა და კიზილორდას კლუბში 13 მატჩში 8 გოლი გაიტანა. შემდეგ გადავიდა „ტობოლში“, რომელთანაც 2021 წლის სეზონის ბოლოს ყაზახეთის ჩემპიონი გახდა. 29 წლის თავდამსხმელმა „ტობოლის“ შემადგენლობაში 22 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.