ლობჯანიძე კაისარში გადავიდა - კონტრაქტი ერთი წლით გაფორმდა
ლობჯანიძე კაისარში გადავიდა - კონტრაქტი ერთი წლით გაფორმდა
გუჯა ლობჯანიძე კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატის მონაწილე კიზილორდას „კაისარში“ გააგრძელებს. საქართველოს პირველ არხს ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაუდასტურა.
 
საქართველოს ნაკრების 27 წლის თავდამსხმელი ყაზახეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ „ტარაზში“ თამაშობდა, მაგრამ კარგი სეზონის შემდეგ მისით ევროპის ლიგაზე გასული „კაისარი“ დაინტერესდა – ევროპის ლიგაზე გასული ყაზახური კლუბისთვის ეს პირველი ტრანსფერია.
„სხვადასხვა ვარიანტები მქონდა, მათ შორის, ამერიკის საფეხბურთო ლიგაში (MLS) მაგრამ საბოლოოდ ყველაზე რეალური, კონკრეტული და სასურველი “კაისარის” მიწვევა აღმოჩნდადა ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ამის შემდეგ უკვე კონკრეტული და უფრი უკეთესი წინადადებით ამერიკის კლუბიდან მომართეს, მაგრამ გვიანი იყო“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გუჯა ლობჯანიძე.
საქართველოს ნაკრების 27 წლის ფორვარდი ახალ კლუბს 1 იანვარს შეუერთდება. “კაისარში” ის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.