ლობჯანიძე გამარჯვების სიმბოლოა - მორიგი გოლი და სამი ქულა ქართველისგან
ლობჯანიძე გამარჯვების სიმბოლოა - მორიგი გოლი და სამი ქულა ქართველისგან

გუჯა ლობჯანიძემ თავი ისევ გამოიჩინა – ყაზახეთის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში მისი გუნდი, კიზილორდასკაისარი“ გასვლაზე „ოკჯეტპესს“ ესტუმრა და დაამარცხა.

27 წლის ქართველი თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა. ლობჯანიძემ მე-10 წუთზე ფლანგური გადაცემის შემდეგ ანგარიში გახსნა. 4 წუთში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ყვითელი ბარათი მიიღო.

საბოლოოდ, მატჩი კიზილორდასკაისარის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა და ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ალმატისყაირატთან“ ერთად გათამაშების ცხრილს სათავეში მოექცა.

აღსანიშნავია, რომ ორივე შეხვედრა „კაისარმა“ 1:0 მოიგო და ორივეჯერ გუჯა ლობჯანიძის გოლით. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ორ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ყაზახეთის ჩემპიონატის გოლეადორთა დავაში მეორე ადგილზეა.