ლობჟანიძის ტრანსფერის დროა - „რანდერსმა“ ქართველის შემცვლელი მოძებნა
ლობჟანიძის ტრანსფერის დროა - „რანდერსმა“ ქართველის შემცვლელი მოძებნა
გამოცემა „ბტ“-ის ინფორმაციით, დანიის სუპერლიგის „რანდერსმა“ საბა ლობჯანიძის შემცვლელი მოძებნა.
 
„სატრანსფერო „ფანჯრის“ გახსნისთანავე, „რანდერსი“ საბა ლობჟანიძის შემცვლელს დაიმატებს. ეს მოთამაშე ლორენ შაბანია, რომელიც მალმიოში გაიზარდა და ქართველივის მსგავსად, ფლანგის თავდამსხმელია. საბას ზაფხულის შემდეგ „ბრონდბიუ“ იწვევს. თუმცა, კლუბები ლობჟანიძის ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ. „რანდერსი“ ცდილობდა, საბა ლობჯანიძე ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე დაეთანხმებინა – ჯერჯერობით, წარუმატებლად. ამიტომ კლუბში მისი ალტერნატივის მოძებნა დაიწყეს და ასეთად მიიჩნიეს 20 წლის შვედი, ლორენ შაბანი, რომელსაც ალბანური ფესვები აქვს. ის დანიის სუპერლიგის კლუბში ტესტირებას დუბლშემადგენლობის ამხანაგურ შეხვედრაში გაივლის. შაბანს „მალმეს“ მთავარ გუნდში არასოდეს უთამაშია და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახალი წლის შემდეგ კონტრაქტს გაწყვეტდნენ“ – წერს დანიური გამოცემა.
დანიური გამოცემის ინფორმაცია „რანდერსის“ სპორტულმა დირექტორმა სორენ პედერსენმა დაადასტურა. ეს ამბავი დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ ახალი წლიდან საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი საბა ლობჟანიძე უკეთეს კლუბში ითამაშებს.