ლობჟანიძის სატრანსფერო ფასი კიდევ გაიზარდა - საბა ყველაზე ძვირად ღირებულ ქართველ ფეხბურთელებში დაწინაურდა #1TVSPORT
ლობჟანიძის სატრანსფერო ფასი კიდევ გაიზარდა - საბა ყველაზე ძვირად ღირებულ ქართველ ფეხბურთელებში დაწინაურდა #1TVSPORT

საბა ლობჟანიძის სატრანსფერო ფასი კიდევ ერთხელ გაიზარდა და ყველაზე ძვირად ღირებულ ქართველ ფეხბურთელებში დაწინაურდა – ეს მას შემდეგ გაირკვა, როდესაც Transfermarkt-მა თურქეთის სუპერლიგაში მოთამაშეთა მონაცემები განაახლა.

გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტოს შეფასებით დეკემბერში საქართველოს ნაკრებისა და „ჰათაისპორის“ 27 წლის ფლანგის შემტევის სატრანსფერო ღირებულება 3,4 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 300 ათასით გაიზარდა და 3,7 მილიონი ევრო გახდა.

ბოლო წელიწადში საბა ლობჟანიძე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი ქართველი ფეხბურთელია. თურქეთის სუპერლიგაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის გრაფაში 2020 წლის 23 დეკემბერს 1,7 მილიონი იყო დაფიქსირებული და ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელთა სიაში მე-12 ადგილზე იყო.

ბოლო წელიწადში საბას შეფასება, რომელიც თურქეთის ჩემპიონატში გამორჩეულ სეზონს ატარებს, 2 მილიონი ევროთი გაიზარდა და ყველაზე ძვირად ღირებულ ქართველ ფეხბურთელთა სიაში მე-2 ადგილზე დაწინაურდა. ლიდერი კვლავ ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ფასიც 16 მილიონი ევროა.

საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

ხვიჩა კვარაცხელია, რუბინი 18,00

საბა ლობჟანიძე, ჰათაისპორი 3,70

დავით ხოჭოლავა, კოპენჰაგენი 3.00

გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია 3.00

ოთარ კიტეიშვილი, შტურმი 3,00

გიორგი ჩაკვეტაძე, გენტი 2,70

ზურიკო დავითაშვილი, ტულა 2,50

ჯიმი ტაბიძე, უფა 2.00

ლევან შენგელია, ლეუვენი 2,00

გიორგი მიქაუტაძე, სერენი 1,80

გიორგი ქვილითაია, აპოელი 1,80