ლობჟანიძის საგოლე პასი - „ჰატაისპორი“ სუპერლიგაში მეორე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT
ლობჟანიძის საგოლე პასი - „ჰატაისპორი“ სუპერლიგაში მეორე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT

ლობჟანიძემ „ჰატაისპორში“ მორიგი კარგი თამაში ჩაატარა. ეს თურქეთის სუპერლიგის მე-6 ტურში მოხდა, სადაც ქართველის გუნდი „გოზტეპეს“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს. მაგრამ მანამდე თავისი საქმე გააკეთა. 78-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, მამე დიუფს საგოლე გადაცემა გაუკეთა, დუბლის შესრულებაში დაეხმარა და „ჰატაისპორმა“ 0:2 მოიგო.

საბა ლობჟანიძე „ჰატაისპორში“ სეზონის დასაწყისში გადავიდა და ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად დიდი ნაბიჯი გადადგა. მან მიმდინარე სეზონში მე-3 საგოლე გადაცემა გააკეთა. პირველ სამ მატჩში კი 3 გოლი გაიტანა და გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.

ჰატაისპორმა“ ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო, 13 ქულა დააგროვა და თურქეთის სუპერლიგაში მეორე ადგილზეა, ლიდერ „ბეშიქთაშს“ კი ქულით ჩამორჩება.