ლობჟანიძის ორი სიმბოლური - საბა ტურის ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
ლობჟანიძის ორი სიმბოლური - საბა ტურის ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT

საბა ლობჟანიძეს „გალათსარაისთან“ შესანიშნავი თამაში დაუფასეს და თურქეთის სუპერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთდოულად ორმა მედიასაშუალებამ დაასახელა.

საქართველოს ნაკრებისა და „ჰათაისპორის“ 27 წლის შემტევმა თურქეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრის ბედი გადაწყვიტა – 79-ე წუთამდე ანგარიში 2:2 იყო, როდესაც ლობჟანიძემ თავისი გუნდი დააწინაურა, ხოლო 90+1-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2 ქართველის გუნდის სასარგებლოდ.

beINSPORTS-ის თურქულმა ბიურომ სუპერლიგის 21-ე ტურის სიმბოლური ნაკრები კლასიკური 4-4-2 სისტემით შეადგინა და ქართველი მარჯვენა ფლანგის შემტევად დააყენა. მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძე ტურის რჩეულებში უკვე მეორედ დაასახელეს.

საბა სიმბოლურ ნაკრებში სტატისტიკისა და ფეხბურთის ანალიტიკის ვებგვერდმა „სოპა სქორმაც“ შეიყვანა – ოღონდ მათ სიმბოლური 4-3-3 სისტემით იყო შედგენილი. „სოპა სქორმა“ ქართველ შემტევს 8,1 ქულა დაუწერა და ტურის საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეულში მოახვედრა.

ქართველმა შემტევმა თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.