ლობჟანიძის „ჰატაისპორი“ სტამბოლში ითამაშებს - დაზარალებული გუნდები თურქეთის ფედერაციას დახმარებას სთხოვენ #1TVSPORT
ლობჟანიძის „ჰატაისპორი“ სტამბოლში ითამაშებს - დაზარალებული გუნდები თურქეთის ფედერაციას დახმარებას სთხოვენ #1TVSPORT

თურქეთში მომხდარმა მიწისძვრებმა საფეხბურთო სუპერლიგაში ყველაზე მეტად საბა ლობჟანიძის „ჰატაისპორი“ და „გაზიანთეფი“ დააზარალა. ამის გამო კლუბებმა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით მოთხოვნით მიმართეს. კლუბებმა, რომელთა საწვრთნელი ბაზები და სტადიონები დაზიანდა ან რომელ ქალაქებშიც თამაში სახიფათოა, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას თავშესაფარი სთხოვეს. კლუბებს სურთ, რომ ნაკრების ბაზაზე ივარჯიშონ და მატჩები სტამბოლში ან მიმდებარე პროვინციებში ჩაატარონ, რაზეც ფედერაციისგან დადებითი პასუხი მიიღეს.

გაზიანთეფი“ და „ჰატაისპორირივაში დარჩნენ, სადაც ფეხბურთის ფედერაციის ყველაზე თანამედროვე სპორტული კომპლექსია, რომელიც სტამბოლის პროვინციის ჩრდილოეთით მდებარეობს და რომელსაც სავარჯიშოდ თურქეთის ყველა ასაკობრივი საფეხბურთო ნაკრები იყენებს.

სპორტკომპლექსშია სამი ბლოკი – ოფისებისთვის და საკონფერენციო დარბაზებისთვის, სამედიცინო და ფიტნესბლოკი, ასევე საცხოვრებელი კორპუსების და კვების ბლოკი. ეს გუნდები რივას კომპლექსს გამოიყენებენ სეზონის ბოლომდე, ხოლო უახლოეს მატჩებს გამართავენ სტამბოლის სტადიონებზე ან ქოჯაელსა და საკარიაში.

გაზიანთეფმა“ და „ჰატაისპორმა“ ამ პერიოდში ყველა ხარჯის დაფარვა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას სთხოვეს.