ლობჟანიძის გუნდთან სხირტლაძემ დუბლი შეასრულა
ლობჟანიძის გუნდთან სხირტლაძემ დუბლი შეასრულა

დავით სხირტლაძემ დანიის სუპერლიგის მე-18 ტურში თავი დუბლით გამოიჩინა. სხირტლაძისა და მათე ვაწაძის „სილკებორგი“ უშუალო კონკურენტს, საბა ლობჟანიძის „რანდერსს“ ესტუმრა და 3:2 დაამარცხა.

ქართველთა გუნდების დაპირისპირებაში სხირტლაძემ გადამწყვეტი როლი ითამაშა. 23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ანგარიში მერვე წუთზე გახსნა. დუბლი კი 70-ე წუთზე შეასრულა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო და ამ გოლით „სილკებორგს“ გამარჯვება და სამი ქულა მოუტანა – 3:2.

სხირტლაძემ და ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო მათე ვაწაძემ „სილკებორგში“ შეცვლაზე ითამაშა – ის მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა.

ამ მოგებით, „სილკებორგმა“ 17 ქულა დააგროვა, „რანდერსს“ სამი ქულით გაასწრო და მე-12 ადგილზე იმყოფება.