ლობჟანიძემ მესის „ინტერ მაიამისთან“ ორი საგოლე პასი შეასრულა – „ატლანტამ“ არგენტინელი ვარსკვლავის გუნდი დამაჯერებლად დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
„ატლანტა იუნაიტედში“ გადასვლის შემდეგ, საბა ლობჟანიძემ ამერიკულ კლუბში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ლეო მესის „ინტერ მაიამისთან“ დამაჯერებელ გამარჯვებაში (5:2) გუნდს ორი საგოლე პასით დაეხმარა.
საქართველოს ნაკრების ფლანგის შემტევი თავიდან სათადარიგოთა სკამზე იყო, მოედანზე კი 74-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 3:2 იყო. მესის ამ შეხვედრაში კუნთის ტრავმის გამო არ უთამაშია.
Golden Boot calling 📲⚡️ pic.twitter.com/9EKYh60Fms
— Atlanta United FC (@ATLUTD) September 16, 2023
ლობჟანიძის მოედანზე შესვლის შემდეგ ორი გოლი გავიდა და ორივე საბას საგოლე გადაცემით – 76-ე წუთზე ლობჟანიძემ მარჯვენა ფლანგიდან დასარტყმელ პოზიციაზე გეორგიოს გაკუმაკისი გაიყვანა, რომელმაც მასპინძლების უპირატესობა გაზარდა, ხოლო 89-ე წუთზე მცველის გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ ტეილერ ვოლფი დატოვა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 5:2.
Wolffy with the DAGGER 🥵👏 pic.twitter.com/3iv1IlNfMa
— Atlanta United FC (@ATLUTD) September 16, 2023
29 ტურის შემდეგ, „ატლანტა იუნაიტედი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 45 ქულით მეექვსე ადგილზეა და თუ სასწაული არ მოხდა, საჩემპიონო პლეი ოფში ითამაშებს.