ლობჟანიძემ ლიდერთან საგოლე გადაცემა შეასრულა - „ჰატაისპორმა“ „ბაშაქშეჰირს“ ქულა წაართვა #1TVSPORT
ლობჟანიძემ ლიდერთან საგოლე გადაცემა შეასრულა - „ჰატაისპორმა“ „ბაშაქშეჰირს“ ქულა წაართვა #1TVSPORT

საბა ლობჟანიძემ საგოლე გადაცემა შეასრულა თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერ „ბაშაქშეჰირთან“ დაპირისპირებაში, რომელიც 3:3 დასრულდა.

ბოლო პერიოდში პირველად, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ჰატაისპორის“ სათადარიგოებში იყო. თურქეთის სუპერლიგის მე-13 ტურის მატჩში მისმა გუნდმა მეტოქე საკუთარ მოედანზე მიიღო და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.

საბა ლობჟანიძე მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა – ამ დროისთვის ანგარიში 1:1 იყო. ერთ წუთში „ბაშაქშეჰირში“ დაწინაურდა. 75-ე წუთზე მაროკოელმა აიუბ ელ-კააბიმ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 81-ე წუთზე ლობჟანიძის გადაცემის შემდეგ, ზე ლუიშმა „ბაშაქშეჰირს“ მესამე გოლი გაუტანა და გუნდი 3:2 დაააწინაურა.

სტუმრებმა თამაშის გადარჩენა მაინც მოახერხეს, 90+1-ე წუთზე სერდარ გურლერმა „ჰატაისპორის“ კარი აიღო, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (3:3) და საბა ლობჟანიძის გუნდი თურქეთის სუპერლიგაში 11 ქულით მე-16 ადგილზე დაწინაურდა.