ლობჟანიძემ „გალათასარაის“ გაუტანა – „ანკარაგიუჯუმ“ თურქული გრანდი დაამარცხა [ვიდეო]

22:30, 03.03.2021

ეფექტური გამოვიდა საბა ლობჟანიძის გოლი თურქული ფეხბურთის გრანდის, „გალათასარაის“ კარში. ქართველმა ფორვარდმა 55-ე წუთზე მეტოქის მცველები მოატყუა და წინ გამოსულ მეკარეს თავზე გადაუგდო.

საბას „ანკარაგიუჯუმ“ „გალათასარაი“ 2:1 დაამარცხა. ეს გახლდათ ლობჟანიძის თანაგუნდელთა მეექვსე გამარჯვება მიმდინარე სეზონში.

მსგავსი