ლობჟანიძე თურქეთში ძელებს დაერია - ქართველმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა
ლობჟანიძე თურქეთში ძელებს დაერია - ქართველმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა

საბა ლობჟანიძემ, რომელიც „ანკარაგუჯუში“ ორიოდე დღის წინ ჩაირიცხა, თურქეთის სუპერლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

მე-20 ტურში მისმა ახალმა გუნდმა „კასიმფაშას” უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1. ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე კი ლობჟანიძეს ორჯერ ჰქონდა თავსი გამოჩენის შანსი, 28-ე და 47-ე წუთებზე და ორივეჯერ ბურთი ძელს მოარტყა.

20 ტურში „ანკარაგუჯუმ” 14 ქულა დააგროვა და სუპერლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა. საბა ლობჟანიძე დედაქალაქურ კლუბს დანიური „რანდერსიდან” 300,000 ევროდ შეუერთდა.