ლობჟანიძე ტურის ფეხბურთელია
ლობჟანიძე ტურის ფეხბურთელია
საბა ლობჟანიძე დანიის სუპერლიგის მერვე ტურში გამოარჩიეს და ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. თუმცა, მისი აღიარება ამით არ დასრულებულა.
 
ფეხბურთის სტატისტიკის საერთაშორისო ინერნეტპორტალმა „სოფასკორმა“ ათბალიანი სისტემით „რანდერსის“ ქართველ თავდამსხმელს 8,9 ქულა დაუწერა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდმა „სილკებორგი“ 2:0 დაამარცხა, ორივე გოლი კი საბა ლობჟანიძემ გაიტანა.
საბა ლობჟანიძე არა მხოლოდ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, არამედ, ტურში ყველაზე მაღალი შეფასება აღმოაჩნდა და ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა იხურება და ჯერ კიდევ არის შანსი, რომ 25 წლის ქართველმა ლეგიონერმა გუნდი შეიცვალოს.
დატოვე კომენტარი