ლობჟანიძე პირლომ „ქარაგუმრუკში“ მიიწვია - კონტრაქტი, სავარაუდოდ, მალე გაფორმდება #1TVSPORT
ლობჟანიძე პირლომ „ქარაგუმრუკში“ მიიწვია - კონტრაქტი, სავარაუდოდ, მალე გაფორმდება #1TVSPORT

საბა ლობჟანიძემ, შესაძლოა, კარიერა „ქარაგუმრუკში“ გააგრძელოს, – საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ „ჰატაისპორის“ ქართველი ლეგიონერი საბა ლობჟანიძე კონტრაქტის გაფორმებაზე თურქეთის სუპერლიგის „ქარაგუმრუკს“ შეუთანხმდა.

ცოტა ხნის წინ თურქულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების 28 წლის ფეხბურთელს მოქმედი ჩემპიონი „ტრაბზონსპორი“ იწვევდა.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, ინტერესი დადასტურდა, მაგრამ დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგან საბა „ქარაგუმრუკთან“ უკვე შეთანხმებული იყო. კლუბის პრეზიდენტი ყველაზე ადრე დაუკავშირდა მას და კონტრეტული წინადადებით მიმართა, რაც ლობჟანიძისთვის მისაღები აღმოჩნდა. „ქარაგუმრუკის“ მთავარი მწვრთნელი იტალიური ფეხბურთის ლეგენდა და „იუვენტუსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლოა.

შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძის ყოფილი კლუბი „ჰატაისპორი“ მიწისძვრის შედეგად დაზარალდა და თურქეთის სუპერლიგიდან გავიდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი ითამაშებს საბა „ქარაგუმრუკში“.