ლობჟანიძე და „ჰატაისპორი“ სტამბოლში ივარჯიშებენ #1TVSPORT
ლობჟანიძე და „ჰატაისპორი“ სტამბოლში ივარჯიშებენ #1TVSPORT

მიწისძვრით დაზარალებული ქალაქ ჰატაის გუნდის, „ჰატაისპორის“ (სადაც საბა ლობჟანიძე თამაშობს) წევრები სტამბოლში ჩავიდნენ – ინფორმაციას თურქული გამოცემები ავრცელებენ.

გუნდი სტამბოლში თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელ ცენტრში დაბინავდება და იქვე ივარჯიშებს. ქალაქ ჰატაის მიწისძვრამ უდიდესი ზიანი მიაყენა, ხოლო ლობჟანიძის გუნდმა დამანგრეველი მიწისძვრა საკუთარ თავზე გამოსცადა.

მაშველებმა საბას თანაგუნდელების, ონურ ერგუნის და ბურაკ ოქსუზის პოვნა შეძლეს, ქერიმ ალიჩიმ ნანგრევებიდან გამოსვლა დამოუკიდებლად მოახერხა. განას ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან აცუ ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან გამოიყვანეს, სადაც 26 საათი იყო ჩარჩენილი – მას ტრავმები აქვს და მკურნალობენ. თუმცა, კლუბის სპორტული დირექტორი ტანერ სავუტი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება.

მომხდარის გამო, თურქეთის მთავრობამ ყველა სპორტული ღონისძიება შეაჩერა. ამის შესახებ თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა, მეჰმედ მუჰარემ კასაფოღლუმ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.