ნაზი ჯანეზაშვილი - დიდი მნიშვნელობა აქვს უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარის წარსულ საქმიანობას, ნიჭსა და რეპუტაციას
მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეკვეცილი აქვს უფლებამოსილებები, მას მაინც ექნება განსაკუთრებული როლი,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მომავალმა თავმჯდომარემ უნდა შეასრულოს როლი, რომელიც შეასუსტებს სასამართლო სისტემაში კლანს და გააძლიერებს ჯანსაღ ძალას.
„მიუხედავად იმისა, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ავტომატურად არ იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ერთგვარად შეზღუდული აქვს ძალაუფლება, ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, როგორი პიროვნება და რა გამოცდილების იქნება. მის წარსულ საქმიანობას, ნიჭსა და რეპუტაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მომავალმა თავმჯდომარემ უნდა შეასრულოს როლი, რომელიც შეასუსტებს კლანს და გააძლიერებს სასამართლო სისტემაში ჯანსაღ ძალას. მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეკვეცილი აქვს უფლებამოსილებები, მაინც ექნება განსაკუთრებული როლი“,-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა და დასძინა, რომ დიმიტრი ჩინჩალაძისა და მიხეილ გვრიტიშვილს კანდიდატურები მისთვის მისაღები არ არის.