ლევან იზორია - მყარი მტკიცებულებებით წარვდგებით ჰააგის სასამართლოში, რათა ქვეყნისა და თითოეული სამხედროს ინტერესები დაცული იყოს
ლევან იზორია - მყარი მტკიცებულებებით წარვდგებით ჰააგის სასამართლოში, რათა ქვეყნისა და თითოეული სამხედროს ინტერესები დაცული იყოს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველაფერი კეთდება, რომ ჰააგის სასამართლოს ფარგლებში დადგინდეს ეთნიკური წმენდა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ განხორციელდა, ასევე წამებისა და მკვლელობის ფაქტები. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყველაფერს ვაკეთებთ, რომ განსაკუთრებით ჰააგის სასამართლოს ფარგლებში, წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით დადგინდეს ის ეთნიკური წმენდა, რომელიც განხორციელდა ქართველების წინააღმდეგ. ასევე მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს წამებისა და მკვლელობის ფაქტებს. განსხვავებით იმ პროცესებისა, რომელიც ახსენეთ, ჩვენ მყარი, მომზადებული მტკიცებულებებით წარვდგებით ჰააგის სასამართლოს წინაშე, რათა ქვეყნისა და თითოეული სამხედრო მოსამსახურის ინტერესები დაცული იყოს“, – განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ლევან იზორია დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა.