„ლივერპულში“ იმედი აქვთ, რომ ალისონი მოედანს ერთ თვეში დაუბრუნდება
„ლივერპულში“ იმედი აქვთ, რომ ალისონი მოედანს ერთ თვეში დაუბრუნდება

„ლივერპული“ იმედიანად არის განწყობილი ალისონთან დაკავშირებით და იმედი აქვს, რომ ბრაზილიელი მეკარე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასვლით მატჩში დაბრუნდება მოედანზე. 26 წლის გოლკიპერი 9 აგვისტოს, „ნორვიჩის“ წინააღმდეგ პრემიერლიგის გახსნით მატჩში დაშავდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ვარჯიში დაიწყო და ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს.

მატჩი „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის ოლდ ტრეფორდზე 20 ოქტომბერს გაიმართება.