ლივერპულში აფეთქების შედეგად ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ტერორიზმის კანონმდებლობის საფუძველზე სამი ადამიანი დააკავეს
ლივერპულში აფეთქების შედეგად ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ტერორიზმის კანონმდებლობის საფუძველზე სამი ადამიანი დააკავეს

ლივერპულში ავტომობილის აფეთქების შედეგად ადამიანის დაღუპვის შემდეგ, პოლიციამ ტერორიზმის კანონმდებლობის საფუძველზე სამი ადამიანი დააკავა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ლივერპულის ქალთა საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად, ავტომობილის მგზავრი დაიღუპა, მძღოლი კი დაშავდა.

ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის ინფორმაციით, ლივერპულის კენსინგტონის უბანში დაკავებულია 29, 26 და 21 წლის ასაკის სამი მამაკაცი.

„ლივერპულის ქალთა ჰოსპიტალი“ ყოველწლიურად დაახლოებით 50 000 პაციენტს იღებს და თავის სპეციალიზაციით ყველაზე დიდი ჰოსპიტალია ევროპაში.