„ლივერპულს“ ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა ჰყავს, ექვსმა კლუბმა მილიარდ ევროს გადააჭარბა
„ლივერპულს“ ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა ჰყავს, ექვსმა კლუბმა მილიარდ ევროს გადააჭარბა

კვლევითმა ცენტრმა სახელწოდებით „ფეხბურთის ობსერვატორია“ (CIES Football Observatory) გამოაქვეყნა ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობების მქონე იმ კლუბების რეიტინგი, რომლებიც TOP5 ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატებში თამაშობენ.

ანალიზისას, CIES იღებდა თითოეული კლუბის 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს. მოთამაშის ღირებულებას ითვლიდნენ ცენტრის მიერ შემუშავებული ალგორითმის დახმარებით.

რეიტინგის ლიდერი გახდა „ლივერპული“, რომლის შემადგენლობის საერთო ღირებულებაა 1.405 მილიარდი ევრო. მეორე ადგილზეა „მანჩესტერ სიტი“ – 1.361 მილიარდი. სამეული შეავსო „ბარსელონამ“ – 1.17 მილიარდი ევრო.

ტოპ-ათეულში ასევე შევიდნენ: „რეალი“ (1.1 მილიარდი), „ჩელსი“ (1.008), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (1.007), „პარი სენ-ჟერმენი“ (0.979), „ატლეტიკო“ (0.836), „ტოტენჰემი“ (0.787) და „იუვენტუსი“ (0.783).