„ლივერპულს“ ლუის სუარესის დაბრუნება სურს #1TVSPORT
„ლივერპულს“ ლუის სუარესის დაბრუნება სურს #1TVSPORT

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი ლუის სუარესი, შესაძლოა, „ლივერპულში“ დაბრუნდეს. მერსისაიდული გუნდი დაინტერესებულია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ურუგვაელის გადაბირებით.

ინგლისის ჩემპიონი ამზადებს სარფიან წინადადებას „ატლეტიკოსთვის“, რადგან იურგენ კლოპს სჭირდება დამატებითი ვარიანტი შეტევაში. ინგლისელები ეძებენ გამოცდილ ფორვარდს, რადგან ითვალისწინებენ იმას, რომ გუნდის რომელიმე ძირითადმა ფორვარდმა, შესაძლოა, ზაფხულში კლუბი დატოვოს.

2011-14 წლებში სუარესმა „ლივერპულში“ 133 მატჩი ჩაატარა, 82 გოლი გაიტანა და 47 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ურუგვაელის კონტრაქტი „ატლეტიკოსთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მან ამ სეზონში ლა ლიგაში 25 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.