„ლივერპულს“ კიდევ ერთი მცველი გამოაკლდა - კლოპი ახალი ფეხბურთელის დამატებას ითხოვს
„ლივერპულს“ კიდევ ერთი მცველი გამოაკლდა - კლოპი ახალი ფეხბურთელის დამატებას ითხოვს

28 იანვარს, იურგენ კლოპის „ლივერპული“ ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემს“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. მერსისაიდელებმა პრემიერლიგაში ხუთმატჩიანი მოუგებელი და ოთხმატჩიანი უგოლო სერია დაასრულეს და პირველადგილოსან „სიტის“ უფრო მიუახლოვდნენ.

მიუხედავად ამისა, „ლივერპულს“ სერიოზული პრობლემები შეექმნა. ლონდონელებთან მატჩის დროს გუნდს კიდევ ერთი ცენტრალური მცველი გამოაკლდა – ჟოელ მატიპი. ფრანგმა ფეხბურთელმა კოჭი დაიზიანა და ტრავმირებულთა სიას შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში ვირჯილ ვან დაიკი და ჯო გომესიც დაზიანდნენ. ცენტრალური მცველის როლი ამ დროის განმავლობაში ფაბინიოს ჰქონდა მორგებული, მაგრამ ბრაზილიელი ფეხბურთელიც „ტოტენჰემთან“ მატჩამდე დაზიანდა.

იურგენ კლოპმადეზებთან“ მოგების შემდგომ, პრესკონფერენციაზე, დაცვის ხაზის პრობლემებზე ილაპარაკა და „ლივერპულის“ მენეჯმენტს ახალი ფეხბურთელის დამატებაზე მიუთითა:

„ჩვენ უნდა მოვიქცეთ სწორად. მე ბევრს არ ვფიქრობ, მაგრამ საჭიროა სწორი ფეხბურთელის პოვნა. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, მაგრამ ის რაც დაცვაში ხდება წარმოუდგენელია.“

„ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგაში მე-4 ადგილზე იმყოფება. კლოპის გუნდი შემდეგ შეხვედრაში „ვესტ ჰემს“ დაუპირისპირდება.