„ლივერპულს“ კალენდარი არ შეუცვალეს - „წითლები“ ორ დღეში ორ მატჩს გამართავენ
„ლივერპულს“ კალენდარი არ შეუცვალეს - „წითლები“ ორ დღეში ორ მატჩს გამართავენ

ინგლისის ლიგის მეოთხედფინალური მატჩი „ასტონ ვილასა“ და „ლივერპულს“ შორის 17 დეკემბერს გაიმართება, – წერს „სკაი სპორტსი“.

მომდევნო დღეს, „ლივერპული“ დოჰაში გამართავს კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს. ასე რომ, „წითლების“ მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს მოუწევს ორი სხვადასხვა შემადგენლობის გამოყენება – ერთი შეებრძოლება „ასტონ ვილას“, მეორე კი დოჰაში ითამაშებს.

„ეს არ არის იდეალური სცენარი, მაგრამ ამგვარ გადაწყვეტილებამდე მივედით. გავითვალისწინეთ ტურნირის, კლუბებისა და საკუთარი ინტერესები“, – ასეთი კომენტარი გააკეთეს სიტუაციაზე „ლივერპულში“.

იურგენ კლოპის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოქმედი გამარჯვებულის რანგში ითამაშებს. ის პირდაპირ ნახევარფინალიდან ჩაებმება ტურნირში.