„ლივერპული“ ინტერესს გამოთქვამს „ბარსელონას“ 20 წლის ნახევარმცველის გავის მიმართ. ამის შესახებ დაწერა გამოცემა El Nacional-მა.
წყაროს ცნობით, ინგლისელებმა გამართეს კონსულტაცია იმის გასარკვევად, რამდენად ხელმისაწვდომია ფეხბურთელი და როგორია მისი სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება. „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს არნე სლოტს მიაჩნია, რომ მისი ხელმძღვანელობით გავი შეძლებს თავისი საუკეთესო ფორმის დაბრუნებას, იმ დროს, როცა ამ მომენტისთვის „ბარსელონაში“ მას დაკარგული აქვს ადგილი ძირითად შემადგენლობაში.
მიმდინარე სეზონში გავიმ ყველა ტურნირზე 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. მისი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.