„ლივერპულს“ „არსენალის“ რეკორდამდე რვა მატჩი აკლია
„ლივერპულს“ „არსენალის“ რეკორდამდე რვა მატჩი აკლია

ინგლისის პრემიერლიგის გადადებულ მატჩში „ლივერპულმა“ ლონდონში „ვესტ ჰემი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ამ გამარჯვებით წაუგებელი სერია ინგლისის ჩემპიონატში 41-მდე გაზარდა.

ამ მაჩვენებლით „ლივერპულმა“ „ჩელსის“ უკვე გადაასწრო, რომელსაც 2004-2005 წლებში 40 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. ინგლისის ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელი წაუგებელი მატჩების რაოდენობით ლონდონის „არსენალს“ აქვს, რომელსაც 2003-2004 წლებში 49 შეხვედრაში არ წაუგია.