„ლივერპულს“ ალექსანდერ ისაკი რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
„ლივერპულს“ ალექსანდერ ისაკი რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT

„ლივერპულს“ ალექსანდერ ისაკი ტრავმის გამო დიდი ხნით გამოაკლდა. სარეკორდო თანხად (150 მილიონი ევრო) შეძენილ შვედ თავდამსხმელს ფეხი აქვს მოტეხილი.

დაზიანება ისაკმა „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში მიიღო. ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და მოედანი ნაადრევად დატოვა. შემდგომმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრობლემა სერიოზულია, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა და ის რამდენიმე თვეს გამოტოვებს.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს გასტანს რეაბილიტაციის პერიოდი და ზუსტად როდის შეძლებს ისაკი მოედანზე დაბრუნებას, კლუბს სავარაუდო ვადები ჯერ არ დაუსახელებია.

ალექსანდერ ისაკი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.