„ლივერპულმა“ „ზალცბურგის“ ფორვარდთან ტრანსფერი შეათანხმა
„ლივერპულმა“ „ზალცბურგის“ ფორვარდთან ტრანსფერი შეათანხმა

„ლივერპულმა“ მოუგო „მანჩესტერ იუნაიტედს“ ბრძოლა „ზალცბურგის“ ფორვარდ ტაკუმი მინამინოსთვის, წერს გაზეთი „ინდეპენდენტი“. იაპონელი ფეხბურთელის ტრანსფერის თანხა 7.25 მილიონი ფუნტი იქნება. თუ პრესის ინფორმაცია დადასტურდება, ფორვარდი მერსისაიდულ გუნდში იანვარში გადავა.

ავსტრიის ჩემპიონის სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროიდმა დაადასტურა, რომ 24 წლის მოთამაშე მზად არის გააგრძელოს განვითარება ევროპის ერთ-ერთ ტოპ-კლუბში.

აღვნიშნავთ, რომ „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა „ზალცბურგის“ წინააღმდეგ, ხოლო ინგლისური კლუბის ამჟამინდელი ფეხბურთელები სადიო მანე და ნაბი კეიტმა ადრე ავსტრიულ გუნდში თამაშობდნენ.

მინამინომ მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ცხრა გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი შეასრულა.