„ლივერპულმა“ ვიქტორ მუნიოსი შეიძინა #1TVSPORT
„ლივერპულმა“ ვიქტორ მუნიოსი შეიძინა #1TVSPORT

„ლივერპული“ ახლოს არის „ოსასუნადან“ ესპანეთის ნაკრების ფორვარდის ვიქტორ მუნიოსის შეძენასთან, – დაწერა სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

მერსისაიდელებმა ესპანელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში დაასწრეს „ნიუკასლს“, რომელიც მანამდე აწარმოებდა მოლაპარაკებებს მუნიოსის ხელში ჩასაგდებად. „ლივერპულმა“ უკვე შეათანხმა კონტრაქტის პირობები ფორვარდთან. ხელშეკრულება 2032 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

„ლივერპული“ გაააქტიურებს მუნიოსის გამოსასყიდზე ოპციას 40 მილიონი ევროს ოდენობით. 22 წლის ფეხბურთელზე უფლებების 50 პროცენტი „რეალს“ გააჩნია, ასე რომ მადრიდული კლუბი 20 მილიონს მიიღებს თავის აღზრდილში და ექნება მომავალი წლის ზაფხულს მისი გამოსყიდვის უფლება.

გასულ სეზონში ლა ლიგას 34 მატჩში მუნიოსმა შვიდი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.