„ლივერპულმა“ ვერნერს ხუთწლიანი და 10-მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზა
„ლივერპულმა“ ვერნერს ხუთწლიანი და 10-მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზა

ინგლისის ჩემპიონატის ლიდერმა „ლივერპულმა“ ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა „ლაიპციგის“ ფორვარდ ტიმო ვერნერს, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

მერსისაიდული კლუბი ვერნერს სეზონში 10 მილიონ ევროს სთავაზობს, რასაც ბონუსებიც დაემატება. „ლივერპული“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ლაიპციგთანაც“ და თავად ფეხბურთელთანაც. წყაროს ცნობით, ვერნერი ზაფხულში „ლივერპულის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.

ცოტა ხნის წინ, ტიმო ვერნერმა კატეგორიულად გამორიცხა მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლა და „ლივერპულში“ თამაშის სურვილი გამოთქვა. ამ სეზონში გერმანელის ანგარიშზე 36 მატჩში 27 გოლი და 12 შედეგიანი პასი მოდის.