„ლივერპულმა“ „ტრანმერი“ ანგარიშით 6:0 გაანადგურა
„ლივერპულმა“ „ტრანმერი“ ანგარიშით 6:0 გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „ლივერპულმა“ ახალი სეზონის მზადების ციკლში პირველი მატჩი ჩაატარა – შეხვდა ინგლისის მესამე დივიზიონის კლუბ „ტრანმერ როვერსს“. იურგენ კლოპის შეგირდებმა ანგარიშით 6:0 მოიგეს. „ლივერპულის“ რიგებში გოლები გაიტანეს ნათანიელ კლაინმა, რაიან ბრუსტერმა (დუბლი), კერტის ჯონსმა, დივოკ ორიჯიმ და ბობ დანკანმა.

შეიძლება ითქვას, რომ „ლივერპულმა“ მთლიანად სარეზერვო შემადგენლობით ითამაშა. იმ ფეხბურთელთაგან, რომლებსაც გასულ სეზონზე რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ჰქონდათ, მოედანზე იყვნენ ჯეიმს მილნერი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბელენი, ჟოელ მატიპი, ფაბინიო და დივოკ ორიჯი.