„ლივერპულმა“ სრულად შეათანხმა ნუნიესის ტრანსფერი #1TVSPORT
„ლივერპულმა“ სრულად შეათანხმა ნუნიესის ტრანსფერი #1TVSPORT

ინგლისის ვიცე-ჩემპიონი „ლივერპული“ მოელაპარაკა „ბენფიკას“ ფორვარდ დარვინ ნუნიესის ტრანსფერზე, – იტყობინება ავტორიტეტული ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი პორტუგალიურს 80 მილიონ ევროს გადაუხდის 22 წლის ფორვარდის სანაცვლოდ, რასაც ბონუსების სახით კიდევ 20 მილიონი დაემატება. ურუგვაელთან კონტრაქტი ხუთწლიანი იქნება. გარიგება სრულად შეთანხმებულია.

გასულ სეზონში ნუნიესმა 41 მატჩში 34 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მან ორჯერ აიღო „ლივერპულის“ კარი.