„ლივერპულმა“ სეზონში პირველი მატჩი წააგო (ვიდეო)

ინგლისის ჩემპიონატის 21-ე ტური სუპერმატჩით დასრულდა, რომელშიც ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტები ხვდებოდნენ ერთმანეთს – „მანჩესტერ სიტი“ შინ იღებდა „ლივერპულს“ და მოგების შემთხვევაში, ოთხ ქულამდე ამცირებდა სხვაობას.

პეპ გვარდიოლას გუნდმა 2:1 მოიგო და შეძლო პრემიერლიგაში საჩემპიონო ინტრიგის დაბრუნება. ანგარიში სერხიო აგუერომ მე-40 წუთზე გახსნა, 64-ე წუთზე რობერტო ფირმინომ გაათანაბრა. რვა წუთში კი ლეროი სანემ „სიტის“ გამარჯვების გოლი მოუტანა.

ეს იყო „ლივერპულის“ პირველი წაგება პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, რის შემდეგაც მასსა და „სიტის“ შორის ქულათა სხვაობა ოთხამდე შემცირდა. თავის მხრივ, „სიტის“ ორი ქულით ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფი „ტოტენჰემი“.