„ლივერპულმა“ საშინაო მოგებების სერია შეწყვიტა - ქულები ჩემპიონს „ბარნლიმ“ დააკარგინა
„ლივერპულმა“ საშინაო მოგებების სერია შეწყვიტა - ქულები ჩემპიონს „ბარნლიმ“ დააკარგინა

„ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე 24-მატჩიანი მოგებების სერია 11 ივლისს შეწყვიტა. მერსისაიდულმა კლუბმა პრემიერლიგის 35-ე ტურში „ბარნლის“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა. შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპის შეგირდების მოგებათა სერია 2019 წლის 30 იანვრის შემდეგ დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა.

„ბარნლის“ წინააღმდეგ მიმდინარე მატჩში ანგარიში „ლივერპულის“ მცველმა ენდრიუ რობინსონმა გახსნა, საპასუხო გოლი კი ჯეი როდრიგესის ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდულმა კლუბმა პრემიერლიგის ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე გაინაღდა. ამჟამად მის ანგარშზე 93 ქულაა.