„ლივერპულმა“ სამი კვირით დაკარგა ჯორდან ჰენდერსონი
„ლივერპულმა“ სამი კვირით დაკარგა ჯორდან ჰენდერსონი

„ლივერპულის“ კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი დაახლოებით სამ კვირას გამოტოვებს მუხლის ტრავმის გამო, – ამის შესახებ თავად გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა:

„ჰენდერსონს, შესაძლოა, უარესი დაზიანება მიეღო. ყოფილა ამგვარი ტრავმის სხვადასხვა მაგალითი. სწორედ ანალოგიური ტრავმა აქვს ჰარი კეინს, რომელიც დიდი ხნით გამოვიდა მწყობრიდან.

ყველაფერი არც ისე ცუდადაა. დიახ, ჯორდანი გამოტოვებს სამ კვირას და ეს არავის ახარებს, მაგრამ ყველანი ვხედავთ, რომ „ლივერპულს“ მაინც გაუმართლა“.

ასე რომ, ჰენდერსონი ვერ დაეხმარება თავის გუნდს პრემიერლიგაში „ვესტ ჰემის“, „უოტფორდისა“ და „ბორნმუთის“ წინააღმდეგ, ინგლისის თასზე „ჩელსისთან“ მერვედფინალში. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ არის კაპიტნის თამაში 11 მარტს, „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში.