„ლივერპულმა“ სალაჰის ჰეთ-თრიკით შვიდგოლიანი „თრილერი" მოიგო (ვიდეო)
„ლივერპულმა“ სალაჰის ჰეთ-თრიკით შვიდგოლიანი „თრილერი" მოიგო (ვიდეო)

პრემიერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ახალი სეზონი მძიმე მოგებით გახსნა – „ლივერპული“ სამჯერ დაწინაურდა დებიუტანტ „ლიდსის“ წინააღმდეგ, რომელმაც სამივეჯერ გაათანაბრა, მაგრამ მეოთხე გოლს ვეღარ უპასუხა. იურგენ კლოპის გუნდმა 4:3 მოუგო

ს გუნდს.

მატჩის გმირი მოჰამედ სალაჰი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან მეოთხე წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში. ეგვიპტელმა ზედიზედ მეოთხე სეზონის გახსნის მატჩში გაიტანა. მე-12 წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს – ჰარისონმა მიიღო ბურთი, ორი მცველი მოატყუა და ახლო კუთხეში დაარტყა. რვა წუთში „ლივერპული“ მეორედ გავიდა წინ – რობერტსონმა კუთხურიდან ჩააწოდა და ვირჯილ ვან დეიკმა ძალიან მაღალ ნახტომში გაიტანა. ეს ნიდერლანდელის მე-10 გოლი იყო პრემიერლიგაში „ლივერპულის” მაისურით. მაგრამ „ლიდსმა“ ისევ შეძლო გათანაბრება – 30-ე წუთზე ბემფორდმა კარგად გამოიყენა ვან დეიკის უხეში შეცდომა. მერსაიდელებს სამი წუთი დასჭირდათ მესამედ წინ გასასვლელად – დუბლი შეასრულა სალაჰმა – 3:2.

66-ე წუთზე ანგარიში მესამედ გათანაბრდა – კოშტამ ფლანგზე ჩაირბინა და საჯარიმოში ჩააწოდა, კლიხმა ერთი შეხებით ბურთი მიიღო, მეორეთი კი შორეულ დაბალ კუთხეში დაარტყა. 87-ე წუთზე „ლიდსის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც სალაჰმა გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ „ლივერპულმა“ 35-დან 35 მატჩი მოიგო, როცა ეგვიპტელმა გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი