„ლივერპულმა“ სადიო მანესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT

14:11, 18.04.2022

„ლივერპული“ კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს სენეგალელ ფორვარდთან სადიო მანესთან.

როგორც ჟურნალისტმა ეკრემ კანუმმა საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა, ინგლისური კლუბი 30 წლის ფეხბურთელს 2025 ზაფხულამდე სთავაზობს ხელშეკრულებას.

მანეს მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდეა ძალაში.

სენეგალელი ვარსკვლავის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი