„ლივერპულმა“ რობერტო ფირმინოს, მილნერისა და კიდევ ორი ფეხბურთელის წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„ლივერპულმა“ რობერტო ფირმინოს, მილნერისა და კიდევ ორი ფეხბურთელის წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

ნახევარმცველები ჯეიმს მილნერი, ნაბი კეიტა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და ფორვარდი რობერტო ფირმინო დატოვებენ „ლივერპულს“ 2022-23 წლების სეზონის შემდეგ, – იტყობინება ინგლისური კლუბის პრესსამსახური.

ფეხბურთელებთან გამოთხოვების ცერემონია ამ სეზონში „ლივერპულისთვის“ ბოლო საშინაო მატჩში შედგება – 20 მაისს „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ.

რობერტო ფირმინო და მილნერი „ლივერპულში“ 2015 წლიდან თამაშობდნენ, ოქსლეიდ-ჩემბერლენი – 2017 წლიდან, კეიტა – 2018 წლიდან. ოთხივე ფეხბურთელმა მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.