„ლივერპულმა“ პრემიერლიგის თასი ჩაიბარა
„ლივერპულმა“ პრემიერლიგის თასი ჩაიბარა

ინგლისის ჩემპიონატის 37-ე ტურის შემდეგ „ლივერპულმა“ საკუთარ „ენფილდის“ სტადიონზე პრემიერლიგის თასი ჩაიბარა. იურგენ კლოპის გუნდი სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე მიუღწეველი გახდა კონკურენტებისთვის.

„ლივერპულისთვის“ ეს იყო პირველი ჩემპიონობა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ცერემონიაში, რომელმაც ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩაიარა, „ლივერპულის“ ლეგენდამ კენი დალგლიშმა მიიღო მონაწილეობა.

37-ე ტურში „ლივერპულმა“ შინ 5:3 მოუგო „ჩელსის“. ეს იყო მერსისაიდული კლუბის 31-ე მოგება სეზონში, რაც „წითლების“ 128-წლიან ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია.