„,ლივერპულმა“ ნუნიესის სანაცვლოდ „ბენფიკას“ 100 მილიონი ევრო შესთავაზა #1TVSPORT
„,ლივერპულმა“ ნუნიესის სანაცვლოდ „ბენფიკას“ 100 მილიონი ევრო შესთავაზა #1TVSPORT

ინგლისის ვიცე-ჩემპიონი „ლივერპული“ მზად არის სარეკორდო თანხა გადაიხადოს „ბენფიკას“ ფორვარდ დარვინ ნუნიესში.

გამოცემა Record-ის მონაცემებით, ინგლისურმა კლუბმა 100 მილიონი ევრო შესთავაზა პორტუგალიელებს.

თუ „ბენფიკა“ თანხმობას განაცხადებს, ურუგვაელი ფეხბურთელი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება „ლივერპულის“ ისტორიაში. როგორც აღნიშნავენ, „ლივერპულის“ მწვრთნელი იურგენ კლოპი ძალიან მოიხიბლა ფორვარდის თამაშით.

ნუნიესმა უკვე აცნობა „ბენფიკას“, რომ სურს „ლივერპულს“ შეუერთდეს.

ამ მომენტისთვის, „ლივერპულის“ სარეკორდო ტრანსფერია 75 მილიონ ფუნტად „საუთჰემპტონიდან“ მცველ ვირჯილ ვან დეიკის შეძენა.

გასულ სეზონში ნუნიესმა 41 მატჩში 34 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მან ორჯერ აიღო „ლივერპულის“ კარი.