„ლივერპულმა“ „ნიუკასლს“ ალექსანდერ ისაკის თაობაზე რეკორდული შეთავაზება გაუკეთა #1TVSPORT
სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლივერპულმა“ „ნიუკასლს“ ალექსანდერ ისაკის სანაცვლოდ რეკორდული თანხა, 120 მილიონი ფუნტი შესთავაზა.
მერსისაიდული კლუბი შვედი თავდამსხმელით უკვე დიდი ხანია ინტერესდება. უცხოური სპორტული მედიების ცნობით, გუნდი საუკეთესო 9 ნომრის პოვნაზეა კონცენტრირებული, რადგან ისინი შეტევის ხაზის გაძლიერებას ცდილობენ – ლუის დიაზს გუნდის დატოვება სურს, ხოლო დარვინ ნუნიეზს „ნაპოლი“ და „ალ-ჰილალი“ აკვირდებიან.
ამასთან, ფაბრიციო რომანო წერს, რომ თუ „ლივერპულს“ ისაკის შეძენა არ გამოუვა, ისინი ფრანკფურტის „აინტრახტის“ თავდასმხმელის, უგო ეკიტიკეს შეძენას შეეცდებიან, რომლისთვის ბრძოლაშიც თავად „ნიუკასლიც“ ჩართულია.
ისაკი „ნიუკასლს“ „რეალ სოსიედადიდან“ 60 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა. ტრანსფერის შემდეგ ინგლისური გუნდის რიგებში ჩატარებულ 109 მატჩში 62 გოლი გაიტანა და ამ დროის განმავლობაში კლუბის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
გივი ცერაძე