„ლივერპულმა“ მომდევნო ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უკვე გაინაღდა 
„ლივერპულმა“ მომდევნო ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უკვე გაინაღდა 

უკვე ოფიციალურად არის ცნობილი, რომ „ლივერპული“ ნამდვილად ითამაშებს 2020-21 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში „ლივერპული“ ვერ აღმოჩნდება მეოთხე ადგილზე ქვემოთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მერსისაიდელები აუცილებლად მოხვდებიან მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე.

ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა რომელიმე გუნდმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის დაწყებამდე გაინაღდა მომდევნო გათამაშების ჯგუფური ეტაპის საგზური.

ამ მომენტისთვის, „ლივერპული“ ლიდერობს პრემიერლიგის ცხრილს. უახლოეს მდევარს კლოპის გუნდი 25 ქულით უსწრებს.