„ლივერპულმა“ შეათანხმა „ბორნმუთიდან“ მცველ მილოშ კერკეზის შეძენა.
„გარიგება დაახლოებით 40 მილიონი ფუნტი დაჯდება. მხარეები მისულები არიან დოკუმენტების გაფორმების სტადიაზე.
ელოდებიან, რომ უნგრეთის ნაკრების ფეხბურთელი მომავალ კვირას გაივლის სამედიცინო შემოწმებას და „ლივერპულთან“ ხუთი წლით გაააფორმებს კონტრაქტს“, – დაწერა გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტმა დევიდ ორნშტეინმა.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აზუსტებს, რომ სამედიცინო შემოწმება სამშაბათისთვის არის დანიშნული.
გასულ სეზონში 21 წლის კერკეზმა პრემიერლიგაში 38 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.