„ლივერპულმა“ მბაპეს ტრანსფერზე განაცხადი გააკეთა #1TVSPORT
„ლივერპულმა“ მბაპეს ტრანსფერზე განაცხადი გააკეთა #1TVSPORT

„ლივერპულმა“ ოფიციალური წინადადებით მიმართა „პარი სენ-ჟერმენს“ ფორვარდ კილიან მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გაზეთმა „მარკამ“ დაწერა.

ინგლისური კლუბი ამ ზაფხულს აპირებს ფრანგის ტრანსფერის გაფორმებას და ამ მომენტისთვის გარიგების განხორციელების შესაძლებლობას აფასებს.

მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი დარწმუნებულია იმაში, რომ მბაპე პარიზულ გუნდში დარჩება, ფორვარდს ჯერ არ გაუგრძელებია კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“.

აღნიშნავენ, რომ ფინანსური საკითხის გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავად ფეხბურთელის არჩევანს. როგორც ირკვევა, მბაპეს მხოლოდ მადრიდის „რეალში“ სურს გადასვლა.